ქუთაისის მერია: ევროპული საქართველოს კვლევა რეალურ ფაქტებს მოკლებულია

580

წინა სტატია

ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ “ევროპული საქართველოს“ კვლევას პასუხობს. ვიცემერ გიორგი იობაშვილის განცხადებით, ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადება რეალურ ფაქტებს მოკლებულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატის განცხადება გაბერილ შტატებსა და აქტივის დასაქმებაზე სწორედ მისი მხრიდან არის ძალიან უხერხული, რადგან 2011-2012 წლებში, როდესაც მისი გუნდი იყო ხელისუფლების სათავეში, მხოლოდ მერიაში 900-მდე ადამიანი იყო შტატით დასაქმებული და 30 – შტატგარეშედ. ახლა ეს რიცხვი 298 -მდეა შემცირებული. ელემენტარული მათემატიკაა საჭირო მივხვდეთ, რომ ახლა ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია. ოპოზიციის განცხადება აქტივის დასაქმებასთან დაკავშირებით ასევე ძალიან უხერხულია, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასაქმებული ათასობით აქტივისტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხმების მოსაზიდად. ჩვენი მმართველობის პირობებში ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება და სახელფასო თანხების დაზოგვა მოგვეხდინა. ამიტომ გაუქმდა ერთი სამსახური და მოხდა თანხების გადანაწილება“, – თქვა გიორგი იობაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ მერიის ა(ა)იპ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი წლიური ხარჯი შეისწავლა. მონაცემები პარტიამ დღეს გამოაქვეყნა. “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, ქუთაისის მერიის 15 ა(ა)იპ-სა და შპს-ში ჯამში 3 649 ადამიანია დასაქმებული. აქედან შტატით – 3 469, ხოლო შტატგარეშე 180 თანამშრომელია. მათივე ინფრმაციით, დასაქმებულთა ხელფასზე თვეში 1 508 484.4 ლარი, ხოლო წელიწადში 18 101 817 ლარი იხარჯება.