ცქიტიშვილი: ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება

607

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება.  ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამისთვის აუცილებელია ადგილებზე პრიორიტეტების განსაზღვრა.

„ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, ამისთვის კი აუცილებელია ადგილებზე საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან ხედვებზე მუშაობა, რომლის დეფიციტიც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ტვირთი კი არ იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის, არამედ ახალი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილებზე შემოსავლების გენერირებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.