აბაშაში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკებს რეაბილიტაცია უტარდება

ქალაქ აბაშაში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკებს რეაბილიტაცია უტარდება.

მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 255 458 ლარია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული სავალი ბილიკებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, ბილიკებზე და ტროტუარებზე მოეწყობა გრანიტის ქვაფენილი, ასევე, დაგეგმილია ფანტანის რეაბილიტაცია (რომელიც იქნება „ა“-ს ფორმის), ფანტანის გარშემო, მოედანზე, აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების სახელების წარწერები იქნება, არსებული საბავშვო მოედნის ნაცვლად კი მოეწყობა ახალი მოედანი, პარკის ტერიტორიაზე განთავსდება ახალი ურბანული ავეჯი (სკამები, ურნები, საყვავილეები, დასალევი წყლის სოკოები) და შესრულდება სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოებს ტენდერში (SPA180003205) გამარჯვებული შპს „ჯეო პარკი“ასრულებს.

უწყების ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები