ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ბეტონის გზა დაიგო

882

მერიის ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში გზა მობეტონდა და სანიაღვრე არხები მოეწყო.

პროექტის საერთო ღირებულება 152 783 ლარს შეადგენს.

“სოფლის გზებისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.

2018 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ასფალტო–ბეტონის საფარიანი გზების მოწყობისთვის 1 200 000–მდე ლარი დაიხარჯება”,-აღნიშნავენ მერიაში.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.