წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიოტორიაზე, დაზიანებული ქანდაკებები აღადგინეს

1656

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრმა” წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიოტორიაზე, დაზიანებული ქანდაკებები აღადგინა.

უწყების ცნობით, დაზიანებულ ძეგლების რესტავრაციის შემდეგ, ქანდაკებების ფერი და ფორმა სრულიად აღადგინეს.

“ქანდაკებები სახელწოდებებით “გოგონა ბურთით“, “ქალი ქართულ სამოსში“ და “მორბენალი გოგო“ – ცენტრალურ პარკში კურორტის აღმშენებლობის დროს, 50-იან წლებში, ჯანმრთელობის სიმბოლოდ დაიდგა და დღემდე წყალტუბოს ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა”,- ღნიშნავენ მერიაში.