დაბა ადიგენში 11 საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

818

მერიის ინფორმაციით, დაბა ადიგენში ერისთავის, ზაზაშვილის, ბალახაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სარინელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში თერთმეტ საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება,.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 592 968 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები მიმდინარე წლის 24 აპრილს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდება.