გლდანში არსებულ სკოლებში მოსწავლეებს თვითმმართველობის როლზე ტრენინგები ჩაუტარდათ

1187

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სასწავლო პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობა და მისი როლი სახელმწიფოსა და მუნიციპალური სერვისების განვითარებაში“ დასრულდა. სწავლების დაწყებამდე, მოსწავლეებს თვითმმართველობის საქმიანობაში მათი როლის შესახებ გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესაუბრა.

სწავლება გამგებლის ინიციატივით, 34 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა.

„პროექტის ფარგლებში, 34 სკოლას ვესტუმრეთ და მოსწავლეებს თვითმართველობის შესახებ საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ. ვფიქრობ, რომ მხოლოდ სწორი სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვილ ადამიანებს შესწევთ უნარი, ძლიერი სახეწლმწიფო ჩამოაყალიბონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძირითადი ბირთვის – ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს მშენებლობის მთელ რიგ პროცესებში. ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ თვითმმართველობის საქმიანობას, თვითმმართველი ორგანოს როლს, ჰქონდეთ ზუსტი და საჭირო ინფორმაცია მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რის შემდეგაც ისინი ეფექტურად და ხარისხიანად შეძლებენ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რაც მთავარია, გახდნენ ინიციატორები და მართონ საკუთარი ქალაქი“, – თქვა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

პროექტის მიზანი თვითმმართველობის მუშაოების შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ასევე, თვითმმართველობის დანიშნულებისა და როლის გაცნობა იყო.