თბილისში, 19 მაისს, ავტობუსების 30 მარშრუტი 01:30 საათამდე იმუშავებს

742

თბილისის მერიის ცნობით, 19 მაისს, აქციის “ღამე მუზეუმში” ფარგლებში, თბილისში ავტობუსების 30 მარშრუტი 20 მაისის 01:30 საათამდე იმუშავებს.

შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები.

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 20 მაისის 01:30 საათამდე 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს, რომლითაც მგზავრები უფასოდ ისარგებლებენ. 19 მაისის 18:00 საათიდან ერთ მარშრუტზე ავტობუსი იმოძრავებს ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით. ხოლო 21:30 საათიდან, მეორე მარშრუტზე, „დინამო არენადან“ გორგასლის ქუჩამდე წრიული მარშრუტი ამოქმედდება. ავტობუსი გაივლის აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედნის გავლით მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩიდან გორგასლის ქუჩაზე გაუხვევს და კრწანისის მოედანზე უკუმიმართულებით მობრუნდება.

19 მაისს  აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი 21:00-დან 01:00 საათამდე, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

აქციაში მონაწილე რეგიონებზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხოლო, თბილისის მუზეუმებზე ინფორმაციის სანახავად გადადით აქ.