ნაციონალები: ბათუმის მერიამ დაუსრულებელი ობიექტები ჩაიბარა

ბათუმის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ანთაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მერიამ რამდენიმე ძვირადღირებული მშენებარე ობიექტი ისე ჩაიბარა, რომ ისინი დასრულებული არ იყო. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ლევან ანთაძე ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეფუძნება, რომელშიც 6 ობიექტის მშენებლობაზე ჩარიცხული თანხები არამიზნობრივ ხარჯადაა აღიარებული.

ბათუმის მერიაში ბრალდებებზე წერილობითი განმარტება გააკეთეს: „ეს არის მორიგი უსაფუძვლო განცხადება, რომელიც მიზანმიმართულია ნეგატიური ფონის შესაქმნელად“, -ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები