ქობულეთის სანაპიროზე მერიამ 120 სკამი დადგა

744

ქობულეთში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ქობულეთის მერიის ცნობით, წესრიგდება ქალაქის ქუჩები და სანაპირო ზოლი. გამწვანების სამსახურის ორგანიზებით, ფიჭვნარში მწვანე ზოლი კეთდება.

ასევე, ქალაქის ქუჩებში შეიღება ხე-მცენარეები, სარეველა ბალახისგან იწმინდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები.

მერიის ცნობით, სანაპიროზე 120 სკამი დაიდგა, დაზიანებული სკამებს კი აღდგენითი სამუშაოები უტარდება.