სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

595

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორი კახა სამხარაძე უძღვებოდა.

ჯგუფში წარმოდგენილნი არიან რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურისა და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები. სამუშაო ჯგუფის მიზანია მოამზადოს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ადამიანური რესურსის, ასევე სხვადასხვა სფეროებში არსებული პოტენციალის შესახებ დეტალურ ინფორმაცია. კერძოდ: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებების შესახებ.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ, მხარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით შესაბამისი პრიორიტეტები განისაზღვრება და დაიგეგმება სამომავლოდ ღონისძიებები.