კახეთისთვის 3 მილიონი ლარის ტრაქტორებს შეიძენენ

928

შპს “მექანიზატორი” 3 მილიონ 200 ათასი ლარის ტრაქტორების შეძენას გეგმავს. კომპანიამ შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 38 ტრაქტორის შეძენაა გათვალისწინებული. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა, რომ ტრაქტორები 80 ცხენის ძალის სიმძლავრის იყოს. ამასთან, აუცილებელია, რომ ისინი 2018 წელს იყოს გამოშვებული.

ტრაქტორები კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიიღოს. წინადადებების წარდგენა 30 მაისს დასრულდება.