იმერეთში, მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, 4-წლიანი პროექტი იწყება

596

იმერეთში ახალი ოთხწლიანი პროექტი იწყება, რომლის მიზანიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება და საზოგადოების სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობაა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტში ჯამში 2 000 ბენეფიციარი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ქსელი, ჩატარდეს ტრენინგები, მოეწყოს სასწავლო ვიზიტები საზრღვარგარეთ, ასევე  ადვოკატირებისა და მედიაკამპანიის პარალელურად, შეიქმნას 10 ახალი საწარმო.

“ვერ ვიტყვით რომ ჩართულია საზოგადოება ამ პროცესებში. ამიტომ, ვფიქრობ, პროექტით გათვლილი აქტივობებით ჩვენ დავდებთ შედეგებს. კონკრეტულად, გვინდა რეალურად ქმედითი თანამშრომლობით მივაღწიოთ საზოგადოების გაცილებით მეტ ჩართულობას. ჩართულობა ამ პროექტის ერთგვარი კოდური სიტყვაა, რადგან სადაც არ არის ჩართულობა, ის პროექტი ქმედითი არ გამოდის”, – ამბობს ცენტრ “აფხაზეთის” დირექტორი ნუკრი მილორავა.

პროექტი ცენტრ “აფხაზეთისა” და “არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის” ინიციატივით ხორციელდება. პროექტის დონორი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გახლავ