“თბილისის მიკროავტობუსი” კონციდიონერების ჩართვაზე განცხადებას ავრცელებს

704

​„თბილისის მიკროავტობუსი“ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ეხმიანება დედაქალაქის მერის მიერ გაცემულ დავალებას კომპანიის ავტოპარკში კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და გაცნობებთ, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის პერიოდისთვის მზადება ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო და მთლიანად ავტოპარკში მიმდინარეობს დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ჰაერის გამაგრილებელების შეკეთება-შეცვლა, ასევე, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირებისსისტემა.

„თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და, ასევე, მძღოლები ისარგებლებენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.

გარდა ამისა, მძღოლების ის ნაწილი, რომელთა მიმართაც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი“, – აღნიშნულია „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოადგილესა და სატრანსპორტო კომპანიას ამ პრობლემის მოგვარება დაავალა.