კალაძე: მტკვარზე დარჩენილი რამდენიმე ობიექტი ძველ თბილისს ამახინჯებს

692

თბილისის მერმა კახა კალაძემ მტკვრის განვითარების შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. კალაძის თქმით, მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით რაც დღეს ხდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“მტკვარს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა არა იმ ფორმით, რაც დღეს ხდება. დღეს მტკვარზე არის სრული კატასტროფა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, მაგრამ რომ შეხედავ ადამიანს, არ გესიამოვნება. დადიან ხელნაკეთი გემები და არ ვიცი რამდენად დაცულია მათი უსაფრთხოება. თუ იქნება პროექტი, რომ თანამედროვე რაღაც გაკეთდეს მტკვარზე, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და არქიტექტურული და ნებართვების თვალსაზრისით. მიმდინარეობდა რამდენიმე პროექტის განხორციელება, რომელიც სრული სიმახინჯე იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომ დემონტაჟი განახორციელოს. კიდევ არის რამდენიმე ნავსადგომი დარჩენილი, სადაც რესტორნები და სისულელეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს და იმ არეალს, რომელიც საუკეთესოა ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კალაძემ.