გურჯაანში სოციალური საწარმო გაიხსნა, სადაც მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან

გურჯაანში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო „პურთა პური“ გაიხსნა. საცხობში, ძირითადად, მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. საწარმოში გამომცხვარი პური, თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანში, შემდეგ კი მთელი კახეთის მასშტაბით გაიყიდება. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის: „საწარმო გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენი საწარმო ითვალისწინებს მარტოხელა მშობლების დასაქმებას. გარდა ამისა, გვინდა, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ კახეთის მხარეს. პირველ ეტაპზე გურჯაანიდან დავიწყებთ, შემდეგ კი თუ დაფინანსება გვექნება, წარმოებას გავაფართოებთ. ჩვენი მიზანი არა ბიზნესის განვითარება, არამედ მარტხოელა მშობლების მხარდაჭერაა“,- აღნიშნა თამარ სიბაშვილმა.

პროექტი 4080 ლარით დაფინანსდა, რომლითაც ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ძირითადი ინვენტარი შეიძინეს.

მსგავსი სიახლეები