გორის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდული პროექტი “სოციალური კინო” დაიწყო

გორის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდული პროექტი “სოციალური კინო” დაიწყო.

მერიის ცნობით, პროექტი „სოციალური კინო“ განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ზოგადი კინემატოგრაფიითა და ისეთი სოციალური საკითხებით დაინტერესებისთვის, როგორიცაა: ეკოლოგია, ისტორია, კულტურა და მედიაზემოქმედება.

ასევე, პროექტის მიზანია, თანამედროვე ქართველი კინორეჟისორებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი გათვლილია სოფელ დიცში, ტირძნისში, მერეთსა და ხელთუბანში მცხოვრებ 20-30 ახალგაზრდაზე, რომლებიც წინასწარი გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

,,სოციალური კინოს“ ფარგლებში გაიმართება კიდევ 4 შეხვედრა- მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟანი ფილმების ჩვენება, ასევე, ლექციების, დისკუსიებისა და დებატების საშუალებით მოეწყობა ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა: რელიგიური კონფლიქტები და ქალთა როლი ამ კონფლიქტებში, ადამიანის ზემოქმედების შედეგები ეკოლოგიაზე, პოლიტიკა და სახელმწიფო მმართველობა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია “სოციალურ კინოს“ ,,ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან“ 1 620 ლარით აფინანსებს.

ასევე, პროექტის მხარდამჭერები არიან  „მეგობრობის ხიდი ქართლ-ოსი“, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და დიცის, ტირძნისის, მერეთისა და ხელთუბნის სკოლები.

პროექტის ავტორია სოფელ დიცში მცხოვრები ახალგაზრდა ელენე მინდიაშვილი.

მსგავსი სიახლეები