სამტრედიის სოფელ ახალსოფელში საქართველოში ერთადერთი ბორანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1127

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საქართველოში ერთადერთი ბორანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, აღნიშნული ბორანი, ახალსოფლის მცხოვრებლებისთვის მდინარე რიონის მოპირდაპირე მხარეს, სახნავ-სათეს მიწებზე დასაკავშირებელი უმოკლესი გზაა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ბორანი ზამთარში სტიქიის შედეგად დაზიანდა.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამწვანების და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.