ქუთაისში კორპუსის ეზოების მოწყობისათვის 400 ათასლარიანი ტენდერი გამოცხადდა

470

ქუთაისის მერიამ მრავალბინიანი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობისთვის 400 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სულ 27 ეზო უნდა კეთილმოეწყოს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

სატენდერო წინადადების მიღება 1 ივნისს იწყება და 6 ივნისს მთავრდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს. კორპუსების ეზოს საფარის მოწესრიგებისათვის ტენდერები ყოველწლიურად იმართება.