ლაგოდეხის საკრებულომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

681

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო.  ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც  საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ განაცხადა, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერება, ცნობადობის ამაღლება და ქმედუნარიანობის ხელშეწყობა.

„ჩვენ დავიწყეთ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ჩვენ შევქმენით გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურების თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ვიწყებთ სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამ გეგმის მიხედვით იმუშავებს გენდერული თანასწორობის საბჭო. გეგმაში ყურადღება გამახვილდება გენდერული თანასწორობის ყველა საკითხზე, მათ შორის ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაგეგმვაზე“, – აცხადებს კახა ჯამბურია.