კალაძე მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით ბიზნესსექტორს აქტიურობისკენ მოუწოდებს

528

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორს მოუწოდებს, იაქტიურონ მიწისქვეშა პარკინგებზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, იაქტიურონ, რომ ეს პროექტები იყოს განხორციელებული. ჩვენ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავცემთ კონკრეტულ ლოკაციებს. დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილი მოეწყობა. დარწმუნებული ვარ ბიზნესი იაქტიურებს და ჩვენ შევძლებთ ამ პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

4 მაისს თბილისის საკრებულომ სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის საკითხს მხარი დაუჭირა.