თბილისის მერმა მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვაზე პრობლემის მოგვარების დავალება გასცა

570

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად თბილისის მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვის საკითხი აქტუალური გახდა. ამ თემაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება უნდა შეძლონ.

კალაძემ მოადგილეს მაია ბითაძესა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ მხრივ საკითხის მოგვარება დაავალა.

“გავალებთ, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ ყვითელი მარშუტერბის კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება. გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან. არის შესაძლებლობა და ელემენტარულია, რომ მგზავრებმა იმგზავრონ კომფორტულ გარემოში, ამიტომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, –  განაცხადა კახა კალაძემ.