ქალაქ ქუთაისში სპორტულ მოედნებზე დაზიანებულ სანათებს ცვლიან

963

ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისმა“ ქალაქ ქუთაისში არსებულ სპორტულ  მოედნებზე  დაზიანებული სანათების გამოცვლა დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, უკვე გამოიცვალა წყალტუბოს I შესახვევში, სულხან-საბას დასახლებასა და გუგუნავას ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების სანათები.

ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი“ აღნიშნულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს.

„სპორტული მოედნების დაზიანებული სანათების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული იქნა ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების მიერ. ჩვენი ა(ა)იპის საშუალებით მიმდინარეობს სანათების აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე აღდგენილია სამი სპორტული მოედნის განათება. სანათების აღდგენა სპორტულ მოედნებზე პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისის“ დირექტორმა მალხაზ ბასილაძემ.