ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების ნაცვლად, გამწვანების ზოლი მოეწყობა

761

თბილისში, ტაშკენტის ქუჩის N27-ში მდებარე კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების ნაცვლად, გამწვანების ზოლი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტოფარეხების დემონტაჟი უკვე დაიწყო.

“ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, რაიონის გამგეობა ტერიტორიის მოწყობასა და მოწესრიგებას უზრუნველჰყოფს. მოსახლეობის თხოვნით, ეზოში ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი”,- აცხადებენ გამგეობაში.