საკრებულოში „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს მოუსმინეს

1216

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში შპს„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც კომისიის წევრები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ,  „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ სამსახურის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.