ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

605

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და 16 საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე ,განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური საკითხები და იმსჯელეს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაში საზედამხედველობის როლზე.

„საზედამხედველო ორგანიზაციებს ძალიან დიდი როლი და პაუხისმგებლობა ეკისრებათ პროექტების ხარისხიანად და დათქმულ ვადებში განხორციელებაში. უნდა შევიმუშაოთ ერთიანი მიდგომა, იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვიანებები, ხარისხობრივი პრობლემები აღმოიფხვრას. ახალ პროექტებში უკვე იმთავითვე იქნება გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, რომ პრევენციულად მოხდეს შესაძლო პოტენციური პრობლემებისგან თავის არიდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.