გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1,2 მილიონი ლარი გამოიყო

724

ქალაქ გორში გოგოებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წლის ივნისიდან დაიწყება და 150 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გორის მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს მონაკვეთს, კახნიაშვილის ქუჩისა და ,,26 მაისის სანაპიროს“ შორის, სულ 360 მ სიგრძეზე. ასევე, მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის (ყოფილი ფრანგების ეკლესია) მიმდებარე ტერიტორია.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლის დიდ ნაწილს საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფარავენ. პროექტის მიხედვით, გაკეთდება საკანალიზაციო ქსელი და ბორდიურები.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მე-2 სკოლასთან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები დამონტაჟდება.