ქუთაისის სასამართლო მერიის სპორტული ააიპის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს

750

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი თანამშრომლის ირაკლი კიკვაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს მოსამართლე დარინა აბულაძე უძღვება. ირაკლი კიკვაძის ინტერესებს “სართაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” იურისტი ნატო გოგიაშვილი იცავს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ირაკლი კიკვაძემ მერიის ა(ა)იპ-ის წინააღმდეგ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ა(ა)იპ „კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

„ლეიბორისტული“ პარტიის წევრი მის გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს.

კიკვაძე სამსახურიდან მარტში გაათავისუფლეს. ის იქამდე მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურში იყო დასაქმებული. კიკვაძე აცხადებდა, რომ ის უშუალოდ, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ირაკლი კიკვაძის განცხადებით, არსებული გარემოებების გამო, ის სასამართლოს მიერ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელოდება, მისი მოთხოვნები სამსახურში აღდგენა და განაცდურის გადახდაა.

სხდომას ესწრება სპორტის ა(ა)იპის მმართველი კობა ფხაკაძე.