სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს პროდუქტს უფასოდ შეუფუთავენ

686

სამცხე–ჯავახეთში ასოციაცია “მესხური პროდუქტი” იქმნება, რომელშიც გაწევრიანებულ კოოპერატივებს და ფერმერებს მოყვანილ პროდუქციას უფასოდ შეუფუთავენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ასოციაციაში თაფლის, ხილის, ბოსტნეულისა და ყველის მწარმოებელი კოოპერატივები და ფერმერები გაერთიანდებიან.

ხილ–ბოსტნეულის შემფუთავი სამი დანადგარი, რომლის საშუალებითაც ფერმერებს პროდუქტს შეუფუთავენ, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს, იაპონიის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადაეცა.

ფერმერებს შეეძლებათ დანადგარების საშუალებით პროდუქტი გარეცხონ, შეფუთონ და დაათარიღონ.