ქუთაისის სპორტის სასახლეს საკრებულოს დეპუტატის ძმა უხელმძღვანელებს

709

ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რამაზ ჩხიკვაძის ძმა დაინიშნა. ზაზა ჩხიკვაძემ ამ თანამდებობაზე სასახლის ყოფილი დირექტორი, ლომერ ახვლედიანი ჩაანაცვლა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე, რომლის დაქვემდებარებაშიცაა სპორტის სასახლე, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ახალი დირექტორისა და საკრებულოს დეპუტატის ნათესაურ კავშირთან და ზაზა ჩხიკვაძე მისი მენეჯერული უნარების გათვალისწინებით შეირჩა.

ნათესაური კავშირის გავლენას უარყოფს სპორტის სასახლის ახალი დირექტორიც. ზაზა ჩხიკვაძე ამბობს, რომ პოსტზე მისი გამოცდილების გამო შეარჩიეს.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის მერიას ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციის შედეგად, სპორტის სასახლეს ა(ა)იპ-ის სტატუსი გაუუქმდა და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას დაექვემდებარა.