მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

790

მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საქართველოს მელიორაციის ცნობით, ღდგენითი სამუშაოები უტარდება ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებულ მაგისტრალურ არხს, რომლის ძირი და ფერდები ეწყობა ბეტონით, რემონტდება ჰიდროტექნიკური ნაგებობა და კეთდება გაბიონები.

უწყების ცნობით, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 4,075 ჰექტარ მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.

მარნეულში, ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის აღდგენით სამუშაოებიც მიმდინარეობს, სადაც მაგისტრალური არხის დაზიანებულ უბნებს რეაბილიტაცია უტარდება – ივსება ბზარები, მონტაჟდება ახალი ფილები, ეწყობა ბორდიურები. ასევე, მიმდინარეობს მაგისტრალური არხის დანალექისგან გაწმენდის სამუშაოები. უწყების ცნობით, სამუშაოების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 3,835 მიწის ფართობზე გაუმჯობესდება მორწყვა.