გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათება ეწყობა

634

ბერშუეთში, ქვემო ნიქოზში, ხურვალეთსა და ტყვიავში გარეგანათების სისტემის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 333 670 ლარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ოთხი სოფლიდან სრულად განათდება სამი – ბერშუეთი, ხურვალეთი და ქვემო ნიქოზი. რაც შეეხება ტყვიავს, ამ სოფლის გარეგანათების სისტემას დაემატება 30 სანათი.

გორის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი ნაწილობრივ განათებულია.