ხვალ სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

786

წინა სტატია

ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის, ამომრჩეველთა აქტივობის და საუბნო საარჩევნო კომისიების დახურვის შემდგომ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება მედიისთვის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხვალ 08:30 საათიდან იქნება შესაძლებელი.

2017 წლის ოქტომბრის არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები სოფელ ცაიშში ხვალ ჩატარდება.