წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტი საზოგადოებრივ დარბაზთან განიხილეს

690

წინა სტატია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი დაფუძნდა.

წყალტყბის მერიის ინფორმაციით, პირველი სხდომის მთავარი თემა მოქალაქეებისათვის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის გაცნობა იყო.

ასევე, ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა.

„წყალტუბოს განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია მოქალაქეების ჩართულობა. სამოქალაქო ბიუჯეტი კი სწორედ ამის საუკეთესო საშუალებაა – როდესაც მოქალაქეების ჯგუფს შეუძლია პრიორიტეტები განსაზღვროს და თვითმმართველობას შესთავაზოს კონკრეტული პროექტის დაფინანსება. ეს არის დემოკრატიის განხორციელების საუკეთესო მექანიზმი“ – განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.

საზოგადოებრივი დარბაზის პირველ სხდომაზე, საზოგადოებისთვის აქტიური 200–მდე მოქალაქე ესწრებოდა. ასევე, სხდომაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.