სამტრედიის მერიაში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

877

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში.

“პროექტი მიზნად ისახავს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას და ბიზნესში ჩართულობას, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის და კერძო სექტორის გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში ინვესტიციების მოზიდვას, რომელიც გააუმჯობესებს ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს,”- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით.

მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, (მამაკაცები 18–დან 35 წლამდე, ქალბატონები 18–დან 40 წლამდე) ან მათ მიერ დაფუძნებულ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს.

პროეტით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ვებ-გვერდი.