ზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორი მის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა

618

წინა სტატია

ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული ზეინაბ მორგოშიას პროცესი გადაიდო. მოსამართლის განცხადებით, ამის მიზეზი „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან“ სასამართლოში შესული განცხადებაა, რომელშიც წერია, ზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია ოზურგეთში, დასავლეთ საქართველოს პოეტთა შემოქმედებით საღამოზეა მიწვეული. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

წერილში, რომელიც მადონა მაქაცარიამ ოზურგეთის ბიბლიოთეკიდან 8 მაისს მიიღო, ასევე ნათქვამია, რომ ისინი ღონისძიებაზე მომღერალ ბიბლიოთეკარებსაც ეპატიჟებიან.

ზეინაბ მარგოშიას ადვოკატი ჯემალ ჭკადუა არ დაეთანხმა გადადების წინადადებას. მისი განმარტებით, მხარეებმა იცოდნენ პროცესი როდის იყო ჩანიშნული, წინა სხდომაზე თან ახლდა ააიპ-ის დირექტორს იურისტი, ამიტომაც შეეძლოთ მისი წარმოგზავნა დღევანდელ სასამართლოზე. გამოუცხადებლობა კი მეორე მხარის უპატივცემლობად მიიჩნია.

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ საბოლოოდ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“ ხელმძღვანელის განცხადება გაითვალისწინა და პროცესი 16 მაისისთვის გადადო.

ქალაქ ზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლის, ზეინაბ მორგოშიას განცხადებით, სამსახურიდან მერის, მისი მოადგილის და საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით გაათავისუფლეს, რადგან მისი მეუღლის, ალიოშა ალანიას მიმართ პირადი ინტერესები ამოძრავებთ.