ინჩხურში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

571

მერიის ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული ლითონის კონსტრუქციის ხიდს რეაბილიტაცია უტარდება.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხიდის სავალი ზედაპირი მოწყობა ახალი ფოლადის ფურცლით, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის მოაჯირები.

ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 39 063 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ლ გრუპი“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 7 ადგილობრივი.