სოფელ თხინვალაში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

829

ვაკის რაიონის გამგეობამ სოფელ თხინვალში, აბულაძის პირველ შესახვევში საყრდენი კედლის მშენებლობა დაასრულა.

ამ ტერიტორიაზე, ფერდობის დამჭერი 64 მეტრის სიგრძისა და 4,5 მეტრის სიმაღლის კედელი აშენდა.

პროექტის ბოლო ეტაპზე, კედელზე ასევე, ღობე მოეწყობა.