რუსთავის საჯარო სკოლების ეზოები უფუნქციოდაა დარჩენილი

583

რუსთავის საჯარო სკოლების ეზოები უფუნქციოდაა დარჩენილი. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

საგანმანათლებლო დაწესებულების უმეტესი ნაწილი არ არის იზოლირებული. ეზოების ნაწილს, საერთოდ არ აქვს ღობე და შიგნით შესვლა ნებისმიერი პირისთვისაა შესაძლებელი. ხშირად მოსახლეობა სკოლის ეზოებს ძაღლების გასასეირნებლადაც იყენებს.

არასათანადო პირობების გამო, სკოლის ეზოებს მოსწავლეები ვერ იყენებენ და ხშირად ისეთი გაკვეთილების ჩატარება, როგორიცაა სპორტი, ცხელ ამინდებშიც კი, შიდა დარბაზებში უწევთ.