აჭარის მთავრობა გონიოში საკურორტო ზონის განვითარებაზე მუშაობს

688

აჭარის მთავრობა გონიოს პოლიგონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს. კონცეფცია  საქართველოს მთავრობის დაკვეთით კერძო კომპანიამ გასულ წელს შეიმუშავა. პროექტის მიხედვით, გონიოს აქვს “უნიკალური პოტენციალი, განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი”. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

კონცეფცია და იდეა შემუშავებულია, ტერიტორია შესწავლილია ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხითაც, თუმცა ჯერ-ჯერობით, უცნობია, არიან თუ არა ამ იდეით დაინტერესებული ინვესტორები.

ამასთან, ყოფილ სამხედრო პოლიგონზე ჯერ კიდევ განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს ეკოლოგებიც აფასებენ. ისინი მიჩნევენ, რომ პროექტი სწორად უნდა წარიმართოს, რათა სამომავლოდ, არასწორი ჩარევის შედეგად ეკოსისტემას საფრთხე არ შეექმნას.