ხერთვისის ციხე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს

941

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი დაასრულა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ ლარი შეადგინა.

პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.

შესრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„ადრე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ამოსვლა. ახლა, გარდა იმისა, რომ ობიექტი ტურისტულად მიმზიდველი გახდა, განახლებული ინფრასტრუქტურა რეგიონს საშუალებას მისცემს, შემოსავლების გენერირება მოახდინოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.