ქუთაისში, პრესის სახლის წინ, ქვეითთა გადასასვლელი მოეწყობა

1200

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ე.წ. პრესის სახლის წინ, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყობა.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისში“ აცხადებენ, რომ ზებრა გადასასვლელები და საგზაო მონიშვნითი ხაზები მთელ ქალაქში გაკეთდება. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

“ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და საგზაო მონიშვნითი ხაზების დახაზვა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან აპრილის თვეში დაიწყო. სამუშაოები უკვე განხორციელდა რუსთაველის, ფალიაშვილის, წერეთლისა და თამარ მეფის ქუჩებზე. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყო თაბუკაშვილის ქუჩაზე, N15 საჯარო სკოლის წინ”, – ამბობენ “ქუთგანათების სერვისში”.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საღებავებზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება,რომელიც სავარაუდოდ 17 მაისისთვის დასრულდება.