გამოკითხულთა 36%-ის მოსაზრებით, საჯარო მოხელეები თანამდებობას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ

779

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა.

შეკითხვაზე: “რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისღწევად”, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ძალიან გავრცელებულია – 15%
  • უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული – 21%
  • ნაწილობრივ გავრცელებულია, ნაწილობრივ არა – 37%
  • უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია – 11%
  • საერთოდ არ არის გავრცელებული – 5%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 11%

კვლევაში მონაწილეებმა ასევე დააფიქსირეს აზრი ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნდობის შესახებ. 

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

იხილეთ სრულად კვლევა ამ ბმულზე.