კვლევა: ადგილობრივ ხელისუფლებას სრულად მხოლოდ 11% ენდობა

1008

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცლოდ.

შეკითხვაზე: “რამდენად ენდობით ან არ ენდობით  საქართველოში ადგილობრივ ხელისუფლებას”, კვლევაში მონაწილეების პასუხები შემდეგნაირად განადაწილდა:

  • 11% სრულად ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას;
  • 21% უფრო მეტად ენდობა, ვიდრე არ ენდობა;
  • 31% ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა;
  • 14% უფრო არ ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას, ვიდრე ენდობა;
  • 15% საერთოდ არ ენდობა ადგილობრივ ხელისუფლებას;
  • 9%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

იხილეთ სრულად კვლევა ამ ბმულზე.