გარევაჭრობას გურჯაანის მერიაც კრძალავს

616

გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე გარემოვაჭრეები, მერიის მოთხოვნის საფუძველზე, პოლიციამ გააფრთხილა. მოვაჭრეები ამასთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს არჩილ ხანდამაშვილს შეხვდნენ. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

“გვეუბნებიან, ბაზარი უნდა დაიშალოსო, ასეც რომ არ იყოს, იქ ადგილი მაინც არ არის. მერს შევხვდით, ვუთხარით, რომ რამე ტერიტორია მოგცეს, სადაც დავდგებით და ვივაჭრებთ. ახლა შემოდის, მარწყვი, ატამი, ბალი და სხვადასხვა ხილი, რა ვქნათ, სად წავიღოთ?! აქ დგომის ნება ორშაბათამდე დაგვრთეს, მერე ალბათ გაირკვევა სად წავალთ”, – აღნიშნა გარემოვაჭრე ემზარ ზარდიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს გამოუყოფენ.

შეგახსენებთ, რომ გარევაჭრობა უკე აიკრძალა თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში, მარნეულში.