ზაზა გაბუნია ინფრასტრუქტურის სამინისტროს 3 თვის საბიუჯეტო შესრულებით კმაყოფილია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის მიმოხილვა წარადგინა. ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კაკაურიძის თქმით,  პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5 პროცენტს გადააჭარბა და 5,2 პროცენტი შეადგინა. ხოლო მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 5,6 პროცენტის ფარგლებში იყო.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან პროექტების შესრულების მაღალი მაჩვენებლია:

“როდესაც ბიუჯეტის შესრულებაზე ვსაუბრობთ, სახეზე გვაქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან პროექტების შესრულების მაღალი მაჩვენებლი, რომელიც გამოსახულია მაღალ პროცენტებში, თუმცა არის რამდენიმე მიმართულება, სადაც საჭიროა გააქტიურებაც“, -თქვა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)“ N5 ცვლილებას“ დოკუმენტიც განიხილეს.

მსგავსი სიახლეები