გორში მდინარე „მეჯუდას” კალაპოტი იწმინდება

1186

გორში მდინარე „მეჯუდას“ კალაპოტისა და ნაპირების გაწმენდა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს „გალაქტიკა“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მდინარის 2 კმ-იან მონაკვეთზე კალაპოტის დაღრმავება და გაგანიერება ხორციელდება.

არსანიშნავია, რომ მდინარის კალაპოტში ჩახერგილი ხეები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. პრობლემას წარმოადგენდა ასევე კალაპოტის სიღრმე და ე.წ. კუნძულები, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარე სახლების სარდაფებს და გზის სავალ ნაწილს ტპორავდა.

მდინარე მეჯუდაზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყო და ივნისში დასრულდება.