გორის სპორტის სასახლე ოფიციალურად გორის მერიის საკუთრება გახდა

948

გორის სპორტის სასახლე ოფიციალურად მერიის საკუთრება გახდა. მერმა კოტე თავზარაშვილმა მისი დირექტორი უკვე დანიშნა. 7 მაისის გადაწყვეტილებით, სასახლის ხელმძღვანელი ბორია გოგიჩაიშვილი უხელძღვანელებს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ბიზნესმენი და სპორტსმენი ბორია გოგიჩაიშვილი ამავე დროს შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია.

სპორტის სასახლის მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.