გურჯაანში ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიმართება

630

გურჯაანში, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ექო-თოფუზი” გაიმართება. ფესტივალი 11 მაისს 14:00 საათზე გაიხსნება.

ღონისძიება გურჯაანის კულტურის ცენტრშია დაგეგმილი. ფესტივალი ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობით დაიწყება, შემდეგ კი კულტურის ცენტრის დარბაზში ანიმაციური კინოჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია.