თბილისის მერიამ ორი საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაცია დაიწყო

726

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ ორი საფეხმავლო ლითონის ხიდის გამაგრება-რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღის ვადაში დასრულდება და სხვა ხიდების შემოწმება-რეაბილიტაციაც დაიწყება.

„ამ ეტაპზე ჩვენ საფეხმავლო ხიდები იდენტიფიცირებული გვქონდა პრობლემურობის მიხედვით, რომელიც ყველაზე სახიფათო იყო. სამუშაოები ორ ხიდზე მიმდინარეობს და 10 დღის ვადაში დასრულდება. ეტაპობრივად, სირთულის მიხედვით, ყველა ხიდს შევეხებით, რომელზეც სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა იქნება. ახლა მიმდინარეობს სამუშაოები მე-4 საჯარო სკოლასთან და ღრმაღელის მეტროსთან“, – განაცხადა ბენდელიანმა.

თბილისის მერიის ინფორამციით, ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „უნივერსალმშენი“ შეასრულებს და მისი ღირებულება 237 732 ლარია. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის ხიდია. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დრომდე აღნიშნული ხიდების რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.